როგორ გამოვაცხოთ პური ტაფაზე 15 წუთში?
როგორ გამოვაცხოთ პური ტაფაზე 15 წუთში?
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ბაზლამა - ასე უწოდებენ თურქულ პურს, რომელსაც  კარაქთან ან ყველთან ერთად მიირთმევენ. კლასიკური რეცეპტის მიხედვით ის მზადდება მხოლოდ წყლისა და ფქვილისგან. თუმცა, ამ შემთხვევაში ალტერნატიულ რეცეპტს შემოგთავაზებთ

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 400 გ
  • კეფირი - 250 გ
  • მარილი - გემოვნებით
  • სოდა - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

1)  შეურიეთ ფქვილს სოდა და მარილი.

 

лепешки без яиц

 

2)  ამის შემდეგ მოზილეთ ცომი კეფირით.

 

лепешки рецепт

 

3)  იმისათვის, რომ ცომი არ მიგეკროთ, ხელზე მცენარეული ზეთი წაისვით.

 

лепешки без дрожжей

 

4) მოათავსეთ ცომი მაცივარში,10 წუთის განმავლობაში.

 

лепешки без молока

 

5) გაყავით ცომი 5 ნაწილად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ თხლად და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და შეწვით საშუალო ტემპერატურაზე. 

 

лепешки без масла

 

6) როცა ორივე მხარე კარგად დაიბრაწება, გადმოიტანეთ თეფშზე და წაუსვით კარაქი.

 

лепешки без яиц и молока

ტეგები:
პური ნანახია: 6644