3 კვერცხის გული,ნახევარი ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს. როცა ერთიან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი . გაითვალისწინეთ, ცომი უნდა იყოს სქელი. ამის შედეთ მაცივარში ... დაჭერით ბანანი თხლად - თუ გსურთ რომ უფრო მრავალფეროვანი არომატი შესძინოთ, დაუმატეთ ვანილი. ახლა გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ცომს დაადეთ ზემოდან დაჭრილი ბანანი და ზემოდან ფუნჯით წაუსვით არაჟანი . შედგით ღუმელში 20 წუთით... ამასობაში ცილითა და დარჩენილი შაქრით გააკეთეთ ბეზე გამოიღეთ პეროგი ღუმელიდან , წაუსვით ზემოდან ბეზე - შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადითა ან დაჭრილი ხილი. ისევ შედგით ღუმელში 3 წუთი, შემდეგ დაელოდეთ გაციებას და გემრიელად მიირთვით!