დავიწყოთ ცომის მომზადება. ამისათვის, ავადუღოთ რძე და წყალი ერთად. როდესაც გაცხელდება, დავუმატოთ კარაქი და ადუღების შემდეგ გაზქურიდან გადმოვდგათ. ამის შემდეგ ვუმატებთ ფქვილს, გაითვალისწინეთ, რომ ფქვილი ნელ-ნელა უნდა დავამატოთ , რათა ერთიანი მასა მივიღოთ. ახლა კი დროა, ამ მასას დავუმატოთ კვერცხი. ცომი უნდა იყოს ელასტიკური. აიღეთ, მზა ცომი ( 30 სმ ზომის) და დაჭერით პატარა ნაჭრებად (10 სმ). მზა ცომის თითოეული ნაჭრის ცენტრში მოათავსეთ ცომი,რომელიც უკვე მოვამზადეთ. თითოეულს მიეცით კონვერტის ფორმა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 50-60წთ. ახლა დროა, მოვამზადოთ შიგთავსი. აურიეთ შაქარი,ვანილი,კვერცხი და ფქვილი. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე. ეს მასა შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით უმაღლეს ტემპერატურაზე,ან გაზქურაზე,ოღონდ გაითვალისწინეთ,რომ ხშირად უნდა ურიოთ. შემდეგ გააციეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მიქსერის დახმარებით კარგად აურიეთ. ორცხობილები მორთეთ კრემით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.