1) გახსენით საფუარი 1/2 ჭიქა რძეში ან თბილ წყალში.დაუმატეთ ფქვილის ნახევარი , აურიეთ კარგად და დადგით თბილ ადგილას 1-2 საათი. 2) 2 საათის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი სითზე (რძე ან წყალი),კვერცხი,შაქარი და მარილი. ასევე,დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. ნელ-ნელა ურიეთ და საბოლოოდ,დაუმატეთ კარაქი. ცომი იქამდე მოზილეთ, სანამ მიხვდებით, რომ ხელს არ ეკვრის. ამის შემდეგ თავზე გადააფარეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. 3) სანამ ცომი მომზადდება, დააბლენდერეთ ნებისმიერი კენკრა,მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, ,შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ მანამ,სანამ არ გასქელდება. 4)გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე , გადაუსვით შიგთავსი და გადაკეცეთ, როგორც ფოტოზეა მოცემული 5) როცა ისე დაჭრით, როგორც ფოტოზეა მოცემული, გადაკეცეთ რამდენჯერმე და მიიღებთ სასურველ ფორმას. დაალაგეთ ფუნთუშები ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 210 გრადუსზე,12-15 წუთის განმავლობაში. როცა გამოცხვება,მოაყარეთ შაქრის პუდრა