ყავის ტორტი მოხალული თხილით
ყავის ტორტი მოხალული თხილით
დრო 240წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • ხსნადი ყავა - 1 ს.კ
  • მდუღარე წყალი - 1 ს.კ
  • ნაღები 35% - 300 მლ
  • კრემისთვის :
  • შაქარი - 3 ს.კ
  • გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ.კ
  • სახამებელი - 1 ს.კ, სავსე
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 3
  • ბისკვიტისთვის:
  • ასევე დაგჭირდებათ:
  • რძე - 1/2 ჭ
  • კვერცხის ლიქიორი - 1/2 ჭ
  • მოხალული თხილი - 1/2 ჭ
მომზადების წესები
ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი ერთად გავცრათ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა ავთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით მასას მივიღებთ, ვამატოთ შაქარი და შემდეგ თითო-თიკო კვერცხის გული. დავუმატოთ ვანილი, გაცრილი ფქვილი და მოვათავსოთ 24 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში. ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე, სანამ არ მომზადდება და გავაგრილოთ.
ყავა მდუღარე წყალში გავხსნათ და გავაციოთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები, შაქრის პუდრი და კარგად ავთქვიფოთ.
ბისკვიტი სიბრტყეზე გავჭრათ, დავნამოთ რძისა და ლიქიორის ნარევით, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი თხილი. ერთ ფენას მეორე ფენა დავაფაროთ და ამავე ფორმით მოვრთოთ. ტორტი 2-3 საათით მაცივარში შევდგათ.


კვერცხის ლიქიორი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ყავის ლიქიორით