1) გარეცხეთ ქათამი, დაჭერით,დაასხით წყალი და ადუღეთ 30-40 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ამოიღეთ ხორცი და დაელოდეთ, რომ გაცივდეს. ბულიონი შეინახეთ. 2) აიღეთ ქვაბი, დადგით გაზზე და გაადნეთ მასში 2 ს/კ კარაქი,დაუმატეთ სოკო, დაჭრილი ხახვი და ჭიქის მეოთხედი ღვინო. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ცეცხლზე გააჩერეთ 7-8 წუთი,სანამ წყალი აორთქლდება. 3) ქათმის ბულიონი დადგით ცეცხლზე და მასში მოხარშეთ 3 ნაწილად "დატეხილი" სპაგეტი. ამასობაში,ქათმის ხორცს ძვლები გამოაცალეთ. 4) აიღეთ ღრმა ტაფა , გაადნეთ დარჩენილი კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და გააჩერეთ 1-2 წუთი. დაუმატეთ ქათმის ბულიონი და კარგად ამოურიეთ. ამის შემდეგ ამატებთ რძისა და 1/4 ს/კ ღვინის ნაზავს,მარილსა და წიწაკას (გემოვნებით). ურიეთ ,სანამ არ გასქელდება. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ნახევარი პორცია ყველი. 5) სოკო,სპაგეტი და მიღებული სოუსი აურიეთ საცხობ ფორმაზე , ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედეთ ღუმელში 160 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.