1) გარეცხეთ ვაშლი, დაჭერით, კანი გააცალეთ და გახეხეთ. 2) აიღეთ თასი და აურიეთ მშრალი ინგრედიენტები : მანი, შაქარი, დარიჩინი, ფქვილი,გამაფხვიერებელი,თუ გინდათ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი ( არ არის აუცილებელი). 3) საცხობ ფორმაზე გადააფარეთ ფოლგა და წაუსვით მცენარეული ზეთი . მშრალი მასა მიმოფანტეთ ისე, რომ 0,5 სმ სისქის იყოს,შემდეგ გახეხილი ვაშლი, ისევ მშრალი მასა და ასე ვიმეორებთ. გაითვალისწინეთ, ზემოდან უნდა დარჩეს მშრალი მასა. როცა დაასრულებთ, გააჩერეთ15-20 წუთი , რათა შეიწოვოს ,ხოლო შემდეგ გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.