1) ჩაასხით ჯამში თბილი წყალი და დაუმატეთ მარილი და შაქარი. 2) დაუმატეთ კვერცხი და ადღვიბეთ კარგად. 3) ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი,თან ურიეთ. 4) ახლა კი თბილი რძე დაუმატეთ და კარგად ურიეთ. 5) დაუმატეთ მცენარეული ზეთი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყაყაჩოს თესლი ( რუსულად мака),მას ხშირად გამოიყენებენ კულინარიაში, თუმცა თუ არ გაქვთ, არ არის აუცილებელი :) 6) წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე კარგად დაბრაწეთ ბლინები. გემრიელად მიირთვით!