აურიეთ საფუარი და შაქარი, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და კარგად გახსენით დაუმატეთ 1,5 ჭიქა ფქვილი და აურიეთ დადგით ეს მასა თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ ჩაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, თან ურიეთ და თანდათანობით დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, შემდეგ დაამატეთ ზეთი. ცომი უნდა გახდეს ერთგვაროვანი. მოათავსეთ ეს ცომი ფქვილმოყრილ ჯამში, ზევიდანაც ფქვილი მოაყარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში. გულსართი: გაალღვეთ კენკრა. მოათავსეთ საწურზე. დაუმატეთ შაქარი, ცოტა დარიჩინი და ვანილი გემოვნებით. ღვეზელის მომზადება გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 3-4 სმ-იან ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ 5 მმ-ის სიმაღლის ოვალურ ფორმამდე, ჩადეთ გულსართი, ნაპირები კარგად შეუკარით, რომ გულსართი არ გადმოვიდეს და კიდევ 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. ვაცხობთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით! იხილეთ სტატია სრულად