კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ასევე მოხარშეთ სტაფილო. ორივე ინგრედიენტი გაფცქვენით და დააცადეთ გაციება. თეფშს მცენარეული ზეთი გადაუსვით, პირველ ფენად გახეხილი კარტოფილი გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი. შემდეგი ფენაა: დაკონსერვებული ბარდა, გახეხილი სტაფილო, მდოგვი, გახეხილი დამარინებული კიტრი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო.