შეურიეთ ჩაის შაქარი, მურაბა და ზეთი. დაამატეთ გამაფხვიერებელი და 5 წუთით გააჩერეთ. დაუმატეთ ფქვილი, ვანილის შაქარი , დარიჩინი და ურიეთ კარგად,რათა მივიღოთ ერთიანი მასა. ცომი საცხობ ფორმაში გადაასხით (ფორმას წინასწარ კარაქი წაუსვით და ცოტა ფქვილი მოაყარეთ) და გამოაცხვეთ დესერტი 30-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.