ცომისთვის ავდღვიბოთ ყველა ინგრედიენტი ერთად, მასა უნდა გავდეს სქელ არაჟანს. გაყავით ცომი ორ ნაწილად და ერთ-ერთს დაუმატეთ კაკაო. გამოაცხვეთ ორივე მათგანი (მიეცით მრგვალი ფორმა),გააციეთ და შემდეგ ისევ გაჭერით თითოეული მათგანი ორ თხელ ნაწილად. კრემის მოსამზადებლად აიღეთ თასი და აურიეთ არაჟანი და შაქარი ფრთხილად . შეგიძლიათ,დაუმატოთ წვრილად დარილი თხილეული. დაკრემეთ ნამცხვარი ,ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან შაქრის პუდრა. იმისათვის, რომ ფენებმა კრემი შეიწოვოს, შედეთ მაცივარში 2 საათით.