პასტა ფარფალე თინუსით და პამიდვრით
პასტა ფარფალე თინუსით და პამიდვრით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • როზმარინი - 1/4 ჩ.კ
  • ყველი პარმეზანი - მოსაყრელად
  • რეჰანი - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.
  • პამიდორი - 150 გ
  • თინუსის კონსერვი - 400 გ(2 ქილა)
  • პასტა ფარფალე - 250 გ
  • ხმელი ქონდარი - 1/4 ჩ.კ
  • ხმელი ორეგანო - 1/4 ჩ.კ
მომზადების წესები
მოვხარშოთ პასტა მარილიან წყალში და გადავწუროთ.

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. თინუსის კონსერვს წვენი გადავუწუროთ და ხახვთან ერთად 1 წუთი ვშუშოთ, თან ვურიოთ. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, სუნელები, მწვანილი და კიდევ 1 წუთი ვშუშოთ. ბოლოს დავამატოთ ფარფალე, კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მზა კერძს მოვაყაროთ ყველი და მაშინვე მივირთვათ
ტეგები:
თინუსი ყველი პასტა პამიდორი ნანახია: 15101