ამ წვნიანის მთავარი ინგრედიენტი სამი სახეობის ხორცია. გამდინარე წყლით გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ კარგად და დაჭერით კუბებად. ასევე,გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით , როგორც ფოტოზეა მოცემული და დაიწყეთ ხახვის მოშუშვა, სასურველია მცენარეული ზეთის გამოყენება. დიდ ქვაბში მოათავსეთ ხორცი,მასთან ერთად შეაზავეთ ბოსტნეული და სანელებლები . სწორედ სანელებლები აძლევს ამ კერძს საოცარ არომატს. დაასხით ბულიონი ან ჩვეულებრივი თბილი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 60-90 წუთი. როცა სუპი მომზადდება,შეგიძლიათ, ზემოდან მწვანილები მოაყაროთ!