1) ადღვიბეთ 4 კვერცხის ცილა კარგად. 2) პარალელურად ცეცხლზე შემოდგით წყლიანი ჯამი.სანამ წყალი ადუღდება, დაუმატეთ ლიმონმჟავა და შაქარი ადღვებილ ცილას და 1-2 წუთის განმავლობაში აურიეთ მიქსერით. 3) კრემის ჭურჭელი ჩადგით ადუღებულ წყალში და დღვიბეთ მიქსერით კიდევ 10-15 წუთი.საბოლოოდ უნდა მიიღოთ ქათქათა მასა. 4) როდესაც კრემზე გაჩნდება ასათქვეფის კვალი (კრემი დაეხვევა მიქსერის ჩხირებს, ანუ გასქელდება და მიეკრობა) გადმოდგი ცეცხლიდან და ათქვიფე კიდევ 3-4 წუთი. ესეც ასე! ბეზე მზად არის.