დაჭრილი ქათამი ხახვთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ცხიმი და მოვშუშოთ. ხორცი კარგად რომ მოიშუშება, დავუმატოთ კანგაცლილი გახეხილი პომიდორი და ტკბილი წიწაკა. მასა ცოტა რომ შესქელდება და შეიკვრება, დავასხათ იმდენი წყალი, რომ სასურველი სისქის წვენი მივიღოთ. ქვაბი თავდახურულ მდგომარეობაში დაბალ ცეცხლზე დავდგათ, ვიდრე ქათამი სრულად არ მოიხარშება. ბოლოს დავუმატოთ მწვანილი, ნიორი, მარილი, დაფქული წიწაკა და კერძი ცეცხლიდან გადმოვდგათ.