თუ ახალი, პატარა სტაფილოები ვერ იშოვეთ, ჩვეულებრივიც გამოდგება, მხოლოდ, საჭიროა, დაჭრათ მომცრო ჩხირებად ან რგოლებად.სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები. ჩაუშვით მდუღარე წყალში 1 წუთით.ნიორი დაჭერით ფირფიტებად, წიწაკას მოაცილეთ თესლები და დაჭერით. გადაიტანეთ ბოსტნეული ქილაში, დაამატეთ რეჰანი, ძმარი და ზეთიავადუღოთ წყალი, მდურარეში ჩავამატოთ შავი და ვარდისფერი პილპილი, მიხაკი, შაქარი, მდოგვი, მარილი. წამოვადუღოთ 1 წუთი, შემდეგ დავასხათ ბოსტნეულს, მჭიდროდ დავახუროთ და გაციება ვაცალოთ. შევდოთ მაცივარში. მზად იქნება 2 დღეში.