დაუმატეთ კეფირს სოდა და გააჩერეთ 5 წუთით. დაუმატეთ ფქვილს მარილი, კეფირი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. კარგად მოზელილი ცოლი ამოავლეთ ფქვილში და დატოვეთ 10 წუთი ( თავზე დააფარეთ ტილო). გახეხილ ყველს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები და თუ საჭიროა,მარილი. ცომი გაყავით 5 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხლად და დაუმატეთ ყველიანი შიგთავსი. კარგად დაბრაწეთ ტაფაზე და შემდეგ გადაუსვით კარაქი.დაიმახსოვრეთ, ხაჭაპური უნდა გამოვიდეს ძალიან თხელი. სოუსისთვის მაწონს გაურიეთ დაჭრილი ნიორი და მწვანილები. გემრიელად მიირთვით!