1. ადღვიბეთ კვერცხი და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი. 2. დაუმატეთ ფქვილს გამაფხვიერებელი,მარილი და ვანილინი. აურიეთ კარგად და დაასხით კვერცხიანი მასა. დაიმახსოვრეთ, ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის. 3. საცხობ ფორმაში ( ზომა 20x30 სმ) ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი,გადაუსვით კარაქი და მოათავსეთ ცომი. აცხვეთ 10 წუთი 200 გრადუსზე. 4. კრემის მოსამზადებლად ხაჭოს შეურიეთ შაქარი და ვანილი. ადღვიბეთ ბლენდერის დახმარებით 5. ნაღები ბლენდერით დღვიბეთ იქამდე,სანამ არ გასქელდება,შემდეგ კი დაუმატეთ კრემს. 6. გამომცხვარი,გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. კრემის 2/3 ნაწილი ზედა მხარეზე წაუსვით და დაადეთ მეორე ფენა. შემდეგ კი კვლავ წაუსვით კრემი. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და შედეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.