1) შეურიეთ რძე და 600 გ შაქარი , შემოდგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ ნახევარი საათი და ამ დროის განმავლობაში ურიეთ კარგად. 2) მოხალეთ მიწისთხილი და გააცალეთ კანი. 3) დარჩენილი 100გ შაქარი მოათავსეთ ტაფაზე, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და დატოვეთ სანამ შაქარი არ გადნება და ყაისფერ კარამელს არ მივიღებთ. 4) შეურიეთ კარამელი ადუღებულ რძეს. ადუღეთ ეს ნარევი დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში,დროდადრო ურიეთ. 5) სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაუმატეთ კარაქი. 6) აიღეთ საცხობი ფორმა, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, მოათავსეთ მასზე მიწისთხილი და დაასხით ცხელი კარამელი. დატოვეთ ცივ ადგილას და დაელოდეთ,როდის გამყარდება. გემრიელად მიირთვით!