გარეცხეთ ქათმის ღვიძლი,გააშრეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. კონტეინერში შეურიეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი ,ნახევარი ს/კ მარილი,ნახევარი ჩ/კ პილპილი და სასურველი სანელებლები. გააჩერეთ ნახევარი საათი. დაჭერით ხახვი საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით მცენარეულ ზეთში,სანამ გამჭირვალე არ გახდება. შემდეგ მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 3 წუთი. დაჭერით ბეკონი გრძელ ნაჭრებად. მოათავსეთ ფოლგაში ქათმის ღვიძლი, ხახვი და ბეკონი. შედგით ღუმელში 20 წუთით , 200 გრადუსზე. როცა მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან და მიირთვით გემრიელად!