მარინადი, რაშიც ლოქოს ხორცი უნდა მოვხარშოთ: მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 ლ წყალს, ვყრით პილპილს,დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილს ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს,ძმარს, 3 ს/კ მარილს,რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ. წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს,შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ. მოხარშვას, დაახლოებთ, 7-8 წუთი დასჭირდება. სანამ ლოქო მოიხარშება, დავაბლენდეროთ ქინძი, 2 ჭიქა წყალი და გემოვნებით ძმარი,მარილი და ცოტა დაფქული წიწაკა. მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან,ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას. კერძი მზადაა! წყარო : funtime.ge