მოხარშეთ მაკარონი, გაწურეთ კარგად და გადაავლეთ ცივი წყალი. აიღეთ თასი და შეურიეთ მაიონეზი და წყალი. ამასობაში, კუბებად დაჭერით პომიდორი, მწვანე ხახვი კი - წვრილად. აიღეთ ღრმა თასი,მოათავსეთ მასში მაკარონი, შემდეგ კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე, პომიდორი,მწვანე ხახვი და ბეკონი. დაუმატეთ მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად და ბოლოს დაუმატეთ მაიონეზის სოუსი. გემრიელად მიირთვით!