1. მომზადებული კენკრა (გარეცხილი, გამშრალი და ყუნწების გარეშე) ღრმა თასში მოათავსეთ და შაქარი მოაყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ მარწყვმა წვენი გამოიღოს. 2. თასი ზომიერ ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ გარეცხილი პიტნის და ბაზილიკის ფოთლები დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ადუღეთ. 3. ჯემს წვრილად დაჭრილი ლიმონი და წინასწარ გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ. 4. ხარშვის მეორე ეტაპი - თასი ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ სტერილურ მინის ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.