1. გაადნეთ ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე, 30 წუთის განმავლობაში 2. დატეხეთ ორცხობილა და დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და კარაქი.ეს იქნება ჩიზქეიქის ბაზა. 3. ხაჭოს დაუმატეთ გამდნარი ნაყინი და აურიეთ კარგად ( შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბლენდერი). სწორედ ეს მასა უნდა დავუმატოთ ბაზას და შევდგათ მაცივარში,სანამ არ გამყარდება. 4. ამასობაში კი მოვამზადოთ სოუსი. თუ მარწყვები დიდია, დაჭერით, შეურიეთ დარჩენილ შაქარს და დაუმატეთ ლიმონის წვენი. შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ 3-5 წუთი. ამის შემდეგ გააციეთ სოუსი. 5. გამოიღეთ მაცივრიდან მასა, გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე ( ან ფოდნოსზე ) ისე რომ მრგვალი ფორმა მიიღოთ და ზემოდან მორთეთ ცივი სოუსით. გემრიელად მიირთვით!