ქვაბში მოვათავსოთ ტყემალი და ზემოთ ჩამოთვლილი მწვანილები, ვადუღოთ 15-20 წუთი. საცერზე მოვათავსოთ და გავცრათ მიღებული მასა, ჩავასხათ ბლენდერში და დავუმატოთ ზემოთ ჩამოთვლილი ახლად დაჭრილი მწვანილები და დავაბლენდეროთ, სოუსი მზადაა. ქათამი/ბჟიტი დაჭრილი მარილსა და ფქვილში ამოვავლოთ, შევაპიწკინოთ ტაფაზე და შემდგომ მოვათავსოთ ღუმელში, 40 წუთში გამოვიღოთ ღუმელიდან. ნიახურის ბოლქვი და 2 ცალი კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად მოვხარშოთ და დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ნაღები და გემოვნებით მარილი.