ქათმის ღვიძლი ყველით
ქათმის ღვიძლი ყველით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი - 450 გ
  • ხახვი - 1
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1/3 ჩ.კ
  • არაჟანი - 4 ს.კ.
  • ყველი გაუდა - 80 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ღვიძლი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და ზეთში მოვშუშოთ. გადავიტანოთ თასში და იმავე ზეთში ღვიძლი შევბრაწოთ. ჩავაბრუნოთ ხახვი,  დავამატოთ მუსკატი, მარილი, პილპილი და ვშუშოთ 4-5 წუთი.

გავანაწილოთ პორციულ ფორმებში, დავადოთ 1 ს.კ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი

შევდგათ მიკროტალღურში 1 წუთით ან 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით, სანამ ყველი დადნება
ტეგები:
არაჟანი ყველი ნანახია: 15334