მარწყვის ფუმფულა რულეტი, რომელიც თქვენი ფავორიტი გახდება
მარწყვის ფუმფულა რულეტი, რომელიც თქვენი ფავორიტი გახდება
დრო 0წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ბისკვიტი:
  • ფქვილი - 95 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
  • მარილი - 1/2 ს/კ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 150 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
  • მცენარეული ზეთი - 2 ს/კ
შიგთავსი (ჯემი)
  • მარწყვი - 300 გ ( პატარა ნაჭრები)
  • შაქარი - 50 გ
  • წყალი - 15 მლ
შიგთავსი (კრემ-ყველით)
  • კრემ-ყველი - 250 გ (ოთახის ტემპერატურაზე)
  • ნაღები - 240 გ
  • შაქრის პუდრა - 60 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
მომზადების წესები

1. მარწყვის ჯემის (შიგთავსის) მომზადება.

პატარა ქვაბში მოათავსეთ მარწყვი, შაქარი და წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ურიეთ ნელ-ნელა.  ეცადეთ კოვზის დახმარებით ერთიანი მასა მიიღოთ, ისეთი, როგორიც ჯემია. ადუღეთ , სანამ მასა არ გასქელდება,დაახლოებით 15-20 წუთი. გადმოდგით გაზქურიდან და გააციეთ.

 

2. ბისკვიტის მომზადება.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით საცხობ ფორმას ( 30X40 სმ) კარაქი და გადააფარეთ პერგამენტის ფურცელი.

 

3. საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და მარილი.

 

4. დიდ ჯამში მოათავსეთ კვერცხი,შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ მიქსერით , სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ზეთი და ფქვილის მასა.

5. ბისკვიტის მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში , გადაანაწილეთ კარგად.

6. გამოაცხვეთ 12-15 წუთი.

7. სუფთა ტილო მოათავსეთ მაგიდაზე,მოაყარეთ შაქრის პუდრა და ღუმლიდან გამოღებული თხელი ბისკვიტი დაადეთ ზემოდან.

8. სანამ ბისკვიტი ცხელია, გადაახვიეთ ტილოს დახმარებით ( როგორც ვიდეოშია ნაჩვენები).

9.  კრემ-ყველის შიგთავსის მომზადება

ჯამში მოათავსეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა და ვანილი - შეურიეთ მიქსერით. სხვა ჯამში ადღვიბეთ ნაღები,ისე რომ ჰაეროვანი და სქელი გამოვიდეს. ეს ორი მასა ნელ-ნელა შეურიეთ ერთმანეთს.

10. გაასწორეთ ბისკვიტი და წაუსვით მარწყვისა და კრემ-ყველის შიგთავსი.კვლავ გადაახვიეთ და შედეთ მაცივარში 1 საათით.

 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 596