გახსენით საფუარი თბილ, შაქრიან წყალში და 10 წუთი დადგით.გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, ჩაასხით საფუვრიანი წყალი და მოზილეთ ცომი.დადგით სითბოში ამოსასვლელად დაახლოებით 40 -60 წუთი. შემდეგ ცომი დაყავით კვერცხის ზომის ბურთულებად და კიდევ 30 წუთი დატოვეთ ტილოგადაფარებული.სანამ ცომი ფუვდება, კომბაინში ან ბლენდერში მოათავსეთ ხახვი, ოხრახუში, კარაქი, წიწაკა, ფარში, პამიდორი და დააქუცმაცეთ.გააბრტყელეთ ცომი საშუალო თეფშის ზომის ლავაშივით, ფუნჯით გადაუსვით რძე და ცოტაოდენი ფარშიც გადაანაწილეთ. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, 5-6 წუთითმზა ლაჰმაჯუნი გადაახვიეთ რულეტივით და მიირთვით