პირველ რიგში, პომიდორს ამოაცალეთ გული დაჭერით ბოსტნეული პატარა კუბებად.ეცადეთ თითოეული ნაჭერი ერთი ზომის იყოს. საბოლოოდ, დაჭერით ოხრახუში პიტნასთან ერთად და დაუმატეთ სალათს. თუ გინდათ, რომ მწვანილებმა სურნელი შეინარჩუნონ, დაჭრამდე გარეცხეთ თბილ წყალში. სალათის დრესინგის მოსამზადებლად მოათავსეთ პატარა თასში ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი და მარილი. დაელოდეთ,სანამ მარილი ბოლომდე არ დადნება. მოასხით სალათს დრესინგი, ზემოდან კი სეზამის მარცვლები მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!