გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახური. მოხარშეთ ბრინჯი, დაჭერით ქინძი და დაუმატეთ სალათს. მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით, ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით კარის სოუსი. მოხარშული ქათმის ფილე შეგიძლიათ შეცვალოთ შებოლილით. სოუსი მოამზადეთ იოგურტით ან დიეტური მაიონეზით. გემრიელად მიირთვით!