გარეცხეთ თუთა,გააშრეთ და მოაშორეთ ზედმეტად გადამწიფებული ნაწილები და ყუნწები. გადაიტანეთ ემალის თასში და დააყარეთ შაქარი. ამ მდგომარეობაში ვაჩერებთ მანამ,სანამ წვენი არ გამოუვა, რამდენი საათი. შემდეგ, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე - მოხადეთ ქაფი და ადუღეთ 30 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმამდე დაუმატეთ ლიმონის წვენი და ვანილი. ცხელი მურაბა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. გემრიელად მიირთვით!