ენის სალათი ჭარხლით
ენის სალათი ჭარხლით
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხბოს ენა, მოხარშული, გასუფთავებული - 1
  • ჭარხალი, მოხარშული ან შემწვარი - 4
  • სალათის ფოთლების მიქსი
  • ნიგოზი - 1 მუჭა
  • პირშუშხას ფესვი
  • არაჟანი - 2 ს.კ
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მოამზადეთ სოუსი: შეგიძლიათ ნედლი პირშუშხა გამოიყენოთ და თავად გახეხოთ, ან პირდაპირ მზა აიღოთ, იყიდება ქილებში. თუ ნედლს იყენებთ, გახეხეთ 2 ს.კ. რაოდენობა, აურიეთ არაჟანთან, ლიმონის წვენთან, დაამატეთ მარილი და პილპილი. თუ ძალიან სქელია, ცოტა ზეთით გაათხელეთ.

ენა დაჭერით თხელ ფირფიტებად, ჭარხალი საშუალოდ, ნიგოზი მსხვილად. სალათი ხელით დაანაწევრეთ , გადაიტანეთ თეფშზე, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და გვერდით დაუდეთ დაუდეთ სოუსიც
ტეგები:
არაჟანი ენა ჭარხალი პირშუშხა ნანახია: 3918