ჩანახის სოუსი - ცხვრის დუმას ვალღობთ , შემდეგ ამ ცხიმში ვშუშავთ ბულგარულს, ხახვს, პომიდორს. ვასხამთ თეთრ ღვინო. ალკოჰოლის აორთქლების შემდეგ დაახლოებით 10 წუთში ვამატებთ ქინძის ძირებს,რეჰანს, მარილს, პილპილსა და ნიორს. ამ მასას ვაბლენდერებთ. ბადრიჯანსა და კარტოფილს ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვწვავთ ფრიწურში,ასევე მწვანე წიწაკასა და ჩერი პომიდორს , 5 წუთით. ხბოს ხორცს ვჭრით ასევე თხელ ნაჭრებათ და ვწვავთ გრილზე, ბოსტნეულს ზემოდან ვადებთ ხორცს და ვასხამთ სოუსს.