გოგრის კრემი: ამოიყვანეთ მიქსერით ნაღები, ნელნელა დაამატეთ შაქარი და ნადუღი. გოგრა დაჭერით წვრილ კუბებად და გათქვიფეთ ბლენდერში. შეურიეთ კრემს გოგრის პიურე და წვრილად დაკეპილი ბეგქონდარა, ასევე მარილი და ლიმნის ცედრა გემოვნებით. შეინახეთ 1 საათი მაცივარში. მიწისთხილის ცხარე ქრამბლი გოგრის თესლი და ბეკონის ფირფიტები გამოაცხვეთ ღუმელში დაბრაწვამდე. გოგრის თესლი დაფქვით, ბეკონი გადაკეპეთ და შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი თითებით მსუბუქად. მიღებული მასა დაყარეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ ღუმელში 170 გრადუსზე 15-20 წუთი. “მამალო” ბეკონით 100 გრ. შაქარი გაადნეთ ცეცხლზე, 160 გრადუსამდე. მიღებული კარამელი მოათავსეთ სპეციალურ ფორმაში ან დაასხით ფოლგაზე, ჩაარჭეთ ხის ჯოხი ცხელს და მოაყარეთ გამომხვარი ბეკონის ფხვნილი. სერვირება თეფშზე დაყარეთ ქრამბლი, ზემოდან მოათავსეთ კრემი, შეგიძლიათ გააფორმოთ გოგრის მურაბით. მიირთვით “მამალოსთან” ერთად.