1 ვხარშავთ ბულიონს- არტალას ჯერ მშრალ ტაფაზე ვბრაწავთ , ვახსამთ წყალს და ვადუღებთ, ვუმატებთ ნახევარ ხახვს 2.ვხარშავთ ხორბალს და ქერს 3. ტაფაზე ვალღობთ საქონლის ცხიმს და ვთუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს, რომზმარინსა და ტიმიანს 4. რომ მოიშუშება, ვუმატებთ მოხარშულ ბურღულს და ცოტა ვბრაწავთ 5. შემდეგ ვუმატებთ კარაქს და ვათხელებთ ბულიონით. მასა უნდა იყოს სქელი წვნიანის 6. ნახევარ ლიმონის წვენში ვყრით ქიშმიშს და ნელ ცეცხლზე ვხარშავთ, ვუმატებთ წიწაკასა და მარილს 7. ღრმა თეფშში ვასხამთ სუპს, ალაგ-ალაგ ვუმატებთ ქიშმიშის მასას და ვაყრით დაქუცმაცებულ თხილს. 8. ძვლის ტვინს ვაყრით მარილსა და პილპლის და ცოტა ზეთს, ვაცხობთ 200 ჩ 20-22 წუთი 9. მივირთმევთ ყველა კომპონენტს ერთად.