100გრ შინდის ტყლაპი გავხსნათ წყალში. დავნაყოთ ქინძის ფოთლები, ღერო და მწვანე თესლი ახალ ნიორთან და პიტნასთან ერთად. შეიძლება დანაყილი ნიგოზიც. (ფერს აღიავებს). მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ეს ნარევი და ანადუღარი წყლით გავათხელოთ. შევაგემოთ მარილით.