ქათამი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად (ძვლები გამოვაცალოთ ვისაც უძვლო უყვარს). მოვთუშოთ ქვაბში თავისივე წვენში. დავამატოთ წვრილად და თხლად დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, წითელი წიწაკა და მანამდე მოვშუშოთ სანამ ხახვლი მოოქროსფრო არ გახდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტა ნაღების კარაქი და მარილი გემოვნებით. თუ წვენი საკმარისი არ ექნება დავუმატოთ ძალიან ცოტა წყალი და ოდნავ ძმარი( ან თეთრი ღვინო). წვენი უნდა გამოვიდეს ოდნავ ბლანტი, სქელი. სანამ ბოზართმა მზადდება კახური(ენ ნებისმიერი) შოთის პური გავჭრათ ორად და დავჭრატ ოთხკუთხედ ნაჭრებად. მოვათავსოთ ღუმელში და გავხუხოთ. გახუხულ პურებს დავახეხოთ, ან წავუსვათ ნიორი და მოვაყაროთ დაკეპილი რეჰანი და ქინძი. უხდება არაყი და გუდის ყველი.