თუკი გინდათ, რომ სალათა ჯანსაღი იყოს, არ იყიდოთ დამარინადებული სოკო. გირჩევთ , სოკო ადუღოთ 5 წუთი დაფნის ფოთლებთან და 1 ს/კ ძმართან ერთად. ბულგარული გამოაცხვეთ ღუმელში კუბებად დაჭერით პომიდორი და კიტრი,ზემოდან კი მოაყარეთ ხახვი,გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული და სოკო. დაჭერით ლორი წვრილ,საშუალო ზომის ნაჭრებად და მოაყარეთ სალათს ზემოდან. ამ სალათს სჭირდება ორნაირი ყველი - ერთი მაგარი,მეორე კი რბილი. თუმცა, შეგიძლიათ, უბრალოდ მაგარი ყველი გახეხოთ და ზემოდან მოაყაროთ. მოხარშეთ კვერცხი, გაჭერით 4 ნაწილად და მორთეთ სალათი. არ დაგავიწყდეთ შავი პილპილის მოყრა.