მოვზილოთ თხელი ცომი და გამოვაცხოთ ტაფაზე თხელი ფირფიტები. ავოკადო დავჭრათ პატარა კუბებად, შევაზავოთ მარილით, წიწაკით, წვრილად დაჭრილი ხახვით, გახეხილი ნივრით,მოვასხათ ლაიმის წვენი და მოვათავსოთ ტორტიაზე. შებრაწული ქათამი დავჭრათ პატარა კუბებად და დავამატოთ. ზემოდან მოვაყაროთ ანანასის სალსა (კუბებად დაჭრილი ანანასი, მარილი, წიწაკა, ნიორი, ლაიმის წვენი). მოვაყაროთ ქინძი და ლაიმის ცედრა. სერვირდება ლაიმის ნაჭერთან ერთად. გემრიელად მიირთვით!