ტერიაკის სოუსი: ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ქვაბში და წამოვადუღოთ. ცოტა თბილ წყალში გავხსნათ სახამებელი და მზა სოუსს შევურიოთ. სანამ არ ექნება ბლანტი, სქელი სტრუქტურა, გადავწუროთ საწურში. ქათმის ფრთები შევბრაწოთ ღუმელში, გადმოვიტანოთ ტაფაზე 1 წუთით და მოვასხათ სოუსი. სერვირება შეგიძლიათ მოხალული სეზამის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!