ტაფაზე ზეთში მოვბრაწოთ ხახვი, დარიჩინის ჩხირთან და ლემონგრასთან ერთად, მოვაყაროთ ქარის სუნელი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი), ვამატებთ პატარა კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეს და ვწვავთ. ნახევარ მანგოს ვაბლენდერებთ ქოქოსის რძესთან ერთად და ვასხამთ მასას ტაფაში, ვამატებთ გახეხილ ნიორს, მარილს, დაღერღილ წიწაკასა და ლაიმის წვენს. რომ წამოდუღდება და გასქელდება გამოვრთავთ და ვამატებთ პატარა კუბებად დაჭრილ მანგოს. სერვირდება ხდება ღრმა თეფშში, ლაიმის ცედრით, მოხალული ქეშიუთი და მანგოს ჩხირებით