100 გრამ კარაქს შევურიოთ 2 კბილი წვრილად გახეხილი ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით, დავამრგვალოთ და შევინახოთ საყინულეში. კანიანი კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ, მოვასხათ ცოტა ზეთი და შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე გამოსაცხობად, სანამ არ დარბილდება. 1 თავი ნიორი გავრეცხოთ, დანით მოვაჭრათ თავი, დავადოთ 20 გრამი კარაქი, გადავახვიოთ ფოლგაში და გამოვაცხოთ. ხორცი დანით დავკეპოთ, მოვასხათ ცოტა ზეთი, მოვაყაროთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, მოვათავსოთ მრგვალ ფორმაში და დავასხათ ცივი რძე, შევინახოთ მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათი. ზეთში მოვბრაწოთ ხახვი, რომ გაყავისფერდება დავამატოთ ქინძი, მარილი და წიწაკა. გამომცხვარი კარტოფილი გავფრცქვნათ, გავატაროთ საცერში, შევურიოთ გამომცხვარი ნიორი, კარაქი და მარილი გემოვნებით. ხორცი გადავწუროთ მივცეთ მრგვალი ფორმა და შევწვათ მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი ორივე მხრიდან ( გააჩნია რამდენად შემწვარი გიყვართ) მრგვალ ფორმაში ავაწყოთ თეფშზე, ჯერ პიურე, შემდეგ კატლეტი, ხახვი და კინძი და ზემოდან დაადეთ შეკმაზული კარაქის ნაჭერი.