ხბოს ღვიძლის პაშტეტი
ხბოს ღვიძლის პაშტეტი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • კარაქი - 50 გ
  • ხახვი - 2
  • ხბოს ღვიძლი - 600 გ
  • ნაღები 32% -36% - 100 მლ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ.  ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ღვიძლიც. ვშუშოთ სანამ ღვიძლი ფერს შეიცვლის.  დავამატოთ ქონდარი. ვშუშოთ დაახლოებით 8 წუთი, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ დავამატოთ ნაღები და წამოვადუღოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, გადავიტანოთ ბლენდერში და ერთიან მასად ვაქციოთ.

შევინახოთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში, მაცივარში. უმჯობესია, მეორე დღეს მივირთვათ
ტეგები:
ნაღები ხორცი ღვინო ნანახია: 10642