თევზიდან ამოიღეთ ფილე, გაასუფთავეთ ფხებისგან, დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ ლიმონის მარინადში (3 ლიმონის წვენი, ნახევარი ფორთოხლის წვენი,ცედრა, მარილი, წიწაკა და ზეთი) და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. ავოკადო დაჭერით პატარა კუბებად, შეურიეთ გემოვნებით წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ცხარე სოუსი, მარილი და მოასხით ლიმონის წვენი. გაზზე დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ 2 ლიმონისა და ნახევარი ფორთოხლის წვენი, ცედრა, წიწაკა, ნიორი, შაქარი, მარილი. ადღვიბეთ ბლენდერით და შეასქელეთ სახამებლით - შეინახეთ მაცივარში. ბლენდერში გათქვიფეთ ნახევარი ავოკადო, ქინძი, ძმარი, შაქარი, მარილი, ნიორი, ლიმონი, წიწაკა, უნდა მიიღოთ მკვეთრი და საინტერესო გემო. კერძის აწყობა: ავოკადოს სალათზე მოათავსეთ მარინადიდან ამოღებული თევზი, მოაყარეთ ბროწეული, გვერდით დაუდეთ ქინძის მუსი, და მოასხით ლიმონის სოუსი.