ჩაქაფულის ტარტარი : 1. ყველა მწვანილი დავაბლენდეროთ ზეთთან და წყალთან ერთად. 2. ხორცი გავასუფთავოთ და დავჭრათ პატარა კუბებად. 3. მწყრის კვერცხის გულს დავასხათ ლაიმის წვენი და მწვანილების მასა. 4. მწვანილების მასა დავასხათ ხორცს, გადავურიოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ტყემალი და ხახვი. 5. ხორცი ჩავდოთ ფორმაში, დავადოთ კვერცხის გული და მოვრთოთ მიკრო მწვანილებით. სოკოს ჩაქაფული ძვლის ტვინში: 1. 200 გრადუსზე ვაცხობთ ძვლის ტვინს მარილთან ერთად (20 წუთი) 2. არტალას ჯერ ვბრაწავთ და შემდეგ ვასხამთ წყალს, ვამატებთ მწვანილებს და ვადუღებთ 5-10 წუთი 3. ხის სოკოს ვწვავთ გრილზე, ვასხამთ ღვინოს. 4. ბულიონის მასას ვაბლენდერებთ, ვწურავთ და ვამატებთ სოკოსა და ძვლის ტვინს. ვაბრუნებთ ძვალში და ვაფორმებთ მიკრო მწვანილით. გემრიელად მიირთვით!