აიღეთ თასი და შეურიეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. კვერცხი კარგად ათქვიფეთ, ისე რომ გაღიავდეს. დაუმატეთ 90 გრამი შაქარი,მცენარეული ზეთი და რძე. ყველაფერი ათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ ფქვილი კვერცხის მასას. გაახურეთ ღუმელი. მაფინების ფორმაში ჩადეთ 1 ს/კ ცომი,ზემოდან კი 1 ჩ/კ ჯემი. მაფინებს ზემოდან ისევ ცომი დაადეთ ისე,რომ ჯემი დაიფაროს. შეურიეთ დარჩენილი 40გ შაქარი და 1 ს/კ დარიჩინი და ზემოდან მოაყარეთ მაფინებს. აცხვეთ 20-25 წუთი,180 გრადუსზე. ესეც ასე - მაფინები მზადაა!