გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბოსტნეული. ხახვი,ბულგარული წიწაკა და პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, კომბოსტო კი წვრილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში შეწვით ხახვი, ბულგარული წიწაკა და სტაფილო. დაუმატეთ პომიდორი და მოთუშეთ თავდახურულ ტაფაზე რამდენიმე წუთი. დაუმატეთ კომბოსტო,აურიეთ და დაუმატეთ მარილი. სანამ მომზადდება, 5 წუთით ადრე დაუმატეთ 2 კვერცხი, სანელებლები და მწვანილები გააგრილეთ კომბოსტოს შიგთავსი და გაახვიეთ ლავაშში ისე,რომ რულეტის ფორმა მისცეთ. დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ ნაჭრები. ახლა კი რძეს დაუმატეთ არაჟანი,2 კვერცხი,მარილი და შავი პილპილი - ეს სოუსი კი მოასხით ლავაშის რულეტს. გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსზე,30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!