ვაბლენდერებთ ქინძს, ძმარს, ნიორს, მარილს, შაქარსა და წიწაკას, გემოვნებით. ნახევარი ლიმონის წვენი გავათბოთ, გავხსნათ აგარ აგარი და შევურიოთ დანარჩენ მასას. შევდოთ მაცივარში 1 საათით. წითელი მოცხარი გავწუროთ, დავუმატოთ მარილი, ლიმონის წვენი, შაქარი, ნიორი და წიწაკა გემოვნებით, წამოვადუღოთ, რომ გაგრილდება შევასქელოთ სახამებელით. 100 გრამი ძმარი, 100 გრამი შაქარი, 20 გრამი მარილი, 100გრამი წყალი წამოვადუღოთ, ჩავყაროთ ყურძენი და შევდოთ მაცივარში 1 საათით. ორთქლის აბაზანაზე მოვხარშოთ ვაზის ფოთოლში შეფუთული ლოქო, მოვაყაროთ მარილი. ვაზის ფოთოლს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, ზემოდან დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და დავადოთ სიმძიმე, 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში. აწყობა: დავდოთ თევზის ნაჭერი, მოვასხათ გვერდით მოცხარის სოუსი, დავუდოთ ქინძმრის ჟელე, ყურძნის წნილი, ხრაშუნა ფოთოლი და მოვრთოთ ქინძის ყვავილებით. გემრიელად მიირთვით!