სტაფილო გახეხეთ,ხახვი კი დაჭერით საშუალო ზომაზე. გააცხელეთ ტაფა და მოთუშეთ ხახვი და სტაფილო. როცა ბოსტნეული მოითუშება,დაუმატეთ მაკარონი,მარილი,სანელებლები და აურიეთ კარგად. დაასხით ტაფაზე 500 მლ ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და შემოდგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში,სანამ არ დარბილდება. როცა მომზადდება დაუმატეთ 50გ კარაქი,მოურიეთ და მიირთვით ცხლად!